Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიოგო დალოტი რომას რადარზე

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორამციით, მილანი დიოგო დალოტს, რომელიც მანჩესტერიდან იჯარის წესით როსონერის სეზონის სტარტზე შეუერთდა, მისი მაღალი ფასის გამო არ გამოისყიდის და ინგლისში დააბრუნებს, მაგრამ პორტუგალიელი უკანახაზელი შესაძლოა სერია ა-ს სხვა გუნდში, კონკრეტულად კი რომაში ვიხილოთ.

ჟოზე მოურინიოს რომაში მისვლა უკვე დიდი ხანია გაოფიციალურებულია და ის ჯალოროსის სატრანსფერო სამიზნეებს უკვე არჩევს. მანჩესტერმა დიოგო დალოტი პორტუდან სწორედ მაშინ გაიფორმა, როდესაც წითელ ეშმაკებს სათავეში ‘გამორჩეული’ ედგა და წყაროს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს თანამემამულის ხილვა მგლების რიგებშიც სურს.