Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დირექტორმა ტომიასუს მიმართ იტალიური გრანდების ინტერესი დაადასტურა

ტაკეჰირო ტომიასუს სახელი ზაფხულიდან მოყოლებული არაერთ იტალიურ გრანდს დაუკავშირეს. იაპონელი ცენტრალური მცველი სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ის მაინც შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

საბატინიმ, რომელიც ბოლონიას ტექნიკური დირექტორია დაადასტურა, რომ ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელის ტრანსფერით იტალიური გრანდების უმრავლესობა ინტერესდება.

„ბოლონიაში გვყავს 3-4 ფეხბურთელი, რომელიც იტალიის და ევროპის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა. მათ შორის ერთ-ერთი ტომიასუა, რომელიც რომას, იუვენტუსის, ინტერის და მილანის გუნდების დონეზე უპრობლემოდ ითამაშებდა. სერია ა-ში მისი ტრანსფერით ბევრი დიდი გუნდი ინტერესდება.“