Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი ლივიო:“ მილანური გუნდები ფავორიტები არიან, იუვე მესამე ადგილზეა…“

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის ანჯელო დი ლივიოს აზრით, იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში მესამე ადგილზეა და მასზე წინ მილანური გუნდები არიან.

„ვფიქრობ, რომ დღეისათვის სერია ა-ში ფავორიტი ინტერია, შემდეგ მას მილანი მოჰყვება და იუვენტუსი მესამე ადგილზეა.

„მილანი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაზე მეტად გაძლიერდა და მათ უკვე ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავთ, რომელიც ტიტულისთვის საბრძოლველად მზად არის.

„შემდეგ სიაში ატალანტა და ნაპოლი არიან, სიას კი რომაული გუნდები ასრულებენ.“