Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი ლორენცო ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნაპოლიმ და დი ლორენცომ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და იტალიელი ფეხბურთელი პარტენოპეის რიგებში 2026 წლის ივნისამდე დარჩება.

დი ლორენცოს ძველი კონტრაქტის მიხედვით ნაპოლის რიგებში დარჩენა 2025 წლის ზაფხულამდე უწევდა, თუმცა იტალიის ნაკრებში გამოჩენის შემდეგ, 27 წლის მარჯვენა მცველს არაერთი მსურველი გამოუჩნდა და პარტენოპეიმ მას ხელფასი მოუმატა, რითიც შესაძლო მსურველების ინტერესი თავიდან აიცილა.

დი ლორენცომ ნაპოლის რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.