Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი ლორენცო:“ სპალეტიმ ნაპოლის გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა“

ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„შეხვედრის დაწყებამდე, ნაპოლის გასახდელში ძალიან მშვიდი და თავდაჯერებული გარემო იგრძნობოდა, რადგან მწვრთნელმა ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოგვამზადა.

„ეს დიდებული გამარჯვება იყო, მოედანზე კი ტიფოზებმა უბრალოდ შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს.

„ბოლო წელიწად-ნახევარში გუნდი საგრძნობლად განვითარდა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ლუჩიანო სპალეტის მიუძღვის. მან გუნდს თავდაჯერებულობა, გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და წინ არაერთი რთული გამოცდის ჩაბარება გველოდება.“