Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარია იუვენტუსში გადადის ?

რამდენიმე წუთის წინ ერთდროულად რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ ანხელ დი მარიას იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე სიახლე გაავცელა.

France Football-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. არგენტინელს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელები მას თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებენ.

ესპანური გამოცემა TodoFichajes-ი კი იმასაც ამტკიცებს, რომ მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და იუვე წინასწარ კონტრაქტს ფეხბურთელს თებერვალში გაუფორმებს.