Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარია:“ კონცენტრაციის შენარჩუნება არსებულ სიტუაციაში რთულია, მაგრამ…“

იუვენტუსის შემტევმა ანხელ დი მარიამ მონცასთან მძიმე მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, გუნდმა ატალანტასთან ძალიან კარგად ითამაშა და მეტი დაიმსახურა, დღეს კი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დაუშვებელი შეცდომები დავუშვით და უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, ახლა კი ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.

„მოედანს მიღმა მიმდინარე მოვლენების ფონზე, კონცენტრაციის მოედანზე გადატანა მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ჩვენთვის თავის გასამართლებელ საბუთად არ უნდა იქცეს. ჩვენ ვალდებულები ვართ, მუშაობა გავაგრძელოთ და ასეთი უხეში შეცდომები აღარ დავუშვათ, ახლა თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“