Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ზლატანი მილანში დარჩება“

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ,რომ ზლატანი და მილანი ფეხბურთელის ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებნოდნენ.

ზლატანს ხელფასის სახით 7.5 მილიონი ევროს მიღება სურს,გუნდი კი მზად არის მას 5 მილიონი შესთავაზოს და 1 მილიონი სხვადასხვა ბონუსებით დაუმატოს.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით,ეს სხვაობა ზლატანს მილანში დარჩენას ხელს ვერ შეუშლის.

„მილანში დარწმუნებულები არიან,რომ შვედი ფეხბურთელი მილანში დარჩება.მას სურს, რომ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს,რადგან ის ფიქრობს,რომ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

„მილანმა თავისი წინადადება შესთავაზა,ზლატანმა კი თავისი პირობები გააცნო.დისტანცია მართლაც არსებობს,თუმცა ამის მოგვარება პრობლემა არ იქნება.ბოლო საათებში მედიამ ისე გამოიყვანა,თითქოს სხვაობა ძალიან დიდი იყო,თუმცა ეს ასე არ არის,ზლატანს მილანში სურს, მილანს კი მისი შენარჩუნება,ამიტომ ის დარჩება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.