Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“იუვენტუსი კოშტას გაყიდვაზე მუშაობს“

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, იუვენტუსი 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, დუგლას კოშტას გაყიდვაზე მუშაობს.

„იუვენტუსს სურს, რომ ბრაზილიელი გაყიდოს. ფეხბურთელის აგენტი ამ საკითხზე უკვე მუშაობს და ის მანჩესტერის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა.

„ინგლისელებს დუგლასის გაფორმება მართლაც ძალიან უნდათ, თუმცა მათ ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა ადარდებთ. იმის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რომ აგენტსა და მანჩესტერს შორის საუბარი მართლაც შედგა.“

დუგლას კოშტამ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 11 შეხვედრა დაიწყო.მანჩესტერი ბრაზილიელ ფეხბურთელს ჯეიდენ სანჩოს ალტერნატივად განიხილავს, რომლის შეძენასაც მისი ღირებულების გამო ვერ ახერხებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *