Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:„მილანი და ჩელსი მოდმევნო კვირას შეხვდებიან“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ მილანის სატრანსფერო ბატალიებზე ისაუბრა.

„მილანსა და ჩელსის შორის მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები ერთმანეთს მომდევნო კვირას შეხვდებიან.

„როსონერი ჩელსის სამ ფეხბურთელს: ჟირუს, ზიეიჩს და ბაკაიოკოს უმიზნებს. ჟირუსთან პირადი კონტრაქტი უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და მხარეები ლურჯების პასუხის მოლოდინშია.

„ზიეიჩთან მიმართებაში საქმე მარტივად არის, მილანს მისი სატრანსფერო ღირებულების გადახდა არ შეუძლია და ჩელსის მის იჯარას შესთავაზებს, რომლსი დროსაც ხელფასს ნაწილობრივ გადაუხდის და მილანს სურს, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიდოს.

„მილანს ზიეიჩის მსგავსად ბაკაიოკოს იჯარით აყვანა სურს, მაგრამ მისი კონტრაქტი ჩელსისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ეს საქმეს ართულებს. შესაძლოა ბაკაიოკომ ლონდონელებთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივოს და მილანს იჯარით შეუერთდეს, გამოსყიდვის ვალდებულებით.“