Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“მილანი მილენკოვიჩის გაფორმებას აქტიურად ცდილობს“

მილანი რომ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს ეძებს,ეს ახალი არავისთვის არ არის.მუსაჩოს და დუარტეს არც თუ ისე წარმატებული თამაშის ფონზე,როსონერიმ სიმონ კიარეი გაიფორმა, თუმცა გუნდი მის ახალგაზრდა შემცვლელსაც ეძებს,რომელიც რომანიოლის პარტნიორობას წლების განმავლობაში გაუწევს.

მათი მთავარი არჩევანი კი ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩია,რომელთან ერთადაც სტეფანო პიოლის ნამუშევარი აქვს და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით როსონერი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ტრანსფერზე ბოლო დღეებში განსაკუთრებულად გააქტიურდა.

მილენკოვიჩს იებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ფეხბურთელი მის გახანგრძლივებას არ აპირებს,რითიც გუნდს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს,რადგან მომავალი სეზონის ბოლოს,როდესაც ფეხბურთელს კონტრაქტში 1 წელი დარჩება,მისი ფასი უფრო შემცირდება და ამის თავიდან ასაცილებლად იებს ნიკოლას გაყიდვა მოუწევთ.

მილანი მზად არის,მილენკოვიჩის ტრანსფერში ლუკას პაკეტა ჩართოს,რომელიც ფიორენტინას სასურველი ფეხბურთელების სიაში ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მოხვდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.