Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“მილანში ბევრი ცვლილება არ მოხდება“

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით,როსონერის შემადგენლობას მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბევრი ფეხბურთელი არ შეუერთდება.

სტეფანო პიოლის გუნდმა პანდემიის შემდეგ შესანიშნავი პერიოდი ჩაატარა და 12 შეხვედრიდან 9 მათგანის მოგება მოახერხა და გზად იუვე,ლაციო და რომა დაამარცხა. ბევრი ელოდა,რომ პიოლის დარჩენის შემდეგ გუნდში დიდი ცვლილებები მოხდებოდა და მილანს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 5-7 ფეხბურთელი შეუერთდებოდა,თუმცა დი მარციოს მტკიცებით ეს ასე არ მოხდება.

„მილანი იმ ბირთვის შენარჩუნებას აპირებს,რომელმაც პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა გამოიმუშავა.

„როსონერი რამდენიმე სვლას გააკეთებს,თუმცა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ.“ განაცხადა დი მარციომ MilanNews-თან საუბრისას.

Leave a Reply

Your email address will not be published.