Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ბოტმანის მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მილანი ტრავმირებული სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი სვენ ბოტმანია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ნიდერლანდელი ტალანტის მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„მილანს ბოტმანის კანდიდატურა ძალიან მოსწონს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, მას ახლავე გაიფორმებდნენ, მაგრამ ლილს ფეხბურთელის ზამთარში გაყიდვა არ სურს და მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს.

„როსონერი მცდელობას გააგრძელებს, მაგრამ სავარაუდოდ სხვა კანდიდატურების ძებნა მოუწევს და ვფიქრობ, რომ ისინი გაიფორმებენ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რომელიც მომავალში მილანის მნიშვნელოვანი წევრ იგახდება.“