Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ბრემერის მიმართ იუვენტუსისა და ინტერის ინტერესზე ისაუბრა

იუვენტუსი და ინტერი ტორინოს ცენტრალური მცველის გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ, მაგრამ გრანატას მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას, რაც დაახლოებით 40-45 მილიონია, არც ერთი მათგანი არ აპირებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს იანვრიდან მოყოლებული 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, იტალიური გრანდების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან ტორინო მოთხოვნილ თანხას შეამცირებს და მის გაფორმებას დაახლოებით 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებენ, ფავორიტი კი ნერაძურია, რომელსაც ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე დიდი ხანია მიღწეული აქვს.