Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ დაადასტურა, ონანას ინტერში ტრანსფერი დორის საკითხია

ფაბრიციო რომანოს შემდეგ, ანდრე ონანას ინტერში ტრანსფერი უკვე ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა და როგორც ჩანს, მომდევნო სეზონიდან ნერაძურის კარს კამერუნელი ფეხბურთელი დაიცავს.

დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და როდესაც მათ ხელშეკრულების გაფორმების ფორმალური უფლება მიეცემათ, ანუ თებერვლის 1 რიცხვიდა, 25 წლის ფეხბურთელი ბენეამატასთან კონტრაქტს გააფორმებს.

ონანას აიაქსთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და ინტერი მას სრულიად უსასყიდლოდ დაიმატებს.