Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ დაცვის გასაძლიერებლად მილანის გეგმებზე ისაუბრა

სიმონ კიაერის ტრავმის შემდეგ, მილანს არაერთი მცველი დაუკავშირეს და ამ საკითხზე კომენტარი ჯანლუკა დი მარციომ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის რომელიმე კონკრეტულ სახელზე საუბარი უადგილოა, რადგან მილანში ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, გაიფორმებენ თუ არა ზამთარში ცენტრალურ მცველს.

„სავარაუდოდ ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ გადაწყდება. თუ ყველაფერი მილანის სასარგებლოდ წარიმართა და როსონერი მომდევნო ეტაპზე გავიდა, გუნდს მცველი აუცილებლად დასჭირდება, თუმცა თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ და მხოლოდ სერია ა-ზე მოუწევთ აქცენტის გაკეთება, შესაძლოა გუნდმა დაცვის ცენტრში არავინ დაიმატოს.“