Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ დე პაულის მომავალზე ისაუბრა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ატლეტიკომ უდინეზეს არგენტინელი ფეხბურთელის როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები წამოიწყო.

დე პაულის სახელს ატლეტიკოს გარდა აქტიურად მილანს და იუვენტუსს უკავშირებენ და დი მარციომ იტალიური გრანდების ინტერესი დაადასტურა, თუმცა მისი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს უდინეზესთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ წინადადებით არ მიუმართავთ.

დი მარციოს ცნობით, ატლეტიკოს დე პაულის ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვა სურდა, მაგრამ ფრიულიანელებს 27 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება სურთ და სხვა ვარიანტს არ განიხილავენ.

გათიშვა