Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციომ დუგლას კოშტას მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაბრა

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იუვენტუსის გარემარბი დუგლას კოშტა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ბაიერნში ასპარეზობს, მილანს დაუკავშირეს.

კოშტას გერმანულ გრანდში ბევრი დრო არ ეძლევა და ის სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით იუვენტუსს დაუბრუნდება, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, როსონერის ხელმძღვანელბას 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე არც არასოდეს უსაუბრია.

„ჩემი ინფორმაციით, მილანს დუგლას კოშტას წარმომადგენლებთან არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონიათ და მისი სახელი მილანში ნახსენები საერთოდ არ ყოფილა…“