Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ვლაჰოვიჩის იუვენტუსში ტრანსფერის შანსები შეაფასა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტურინში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„იუვენტუსს, როგორც თითქმის ყველა იტალიურ და ევროპულ გრანდებს, ვლაჰოვიჩი ძალიან მოსწონს, მაგრამ რთულია იმის წარმოდგენა, რომ ბიანკონერი მას იანვარში გაიფორმებს, რადგან ფიორენტინას მიერ მოთხოვნილი 80 მილიონი ევრო იუვესთვის ზამთარში მიუღწეველი თანხაა.

„რა თქმა უნდა, მათ შესაძლოა გარკვეული თანხა ფეხბურთელების გაყიდვით გამოიმუშაონ, მაგალითად კულუშევსკის გასხვისებით, რომლითაც არაერთი გუნდი ინტერესდება, მაგრამ ჩემთვის მაინც რთლი წარმოსადგენია, რომ ვლაჰოვიჩი იუვეში ზამთარში გადავიდეს.

„თუ დუშანი ფიორენტინაში სეზონის ბოლომდე დარჩა, სიტუაცია უკვე რადიკალურად იცვლება. ასეთ შემთხვევაში იუვენტუსი მისი გაფორმების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.“