Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ზამთარში მილანის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და სერია ა-ს გუნდები, მათ შორის მილანი გუნდის გაძლიერებას ეცდება.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ როსონერის ზამთრის სატრანსფერო გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

წყაროს ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობა Elliott-ისგან სატრანსფერო ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდება, რის შემდეგაც გადაწყდება, როგორი იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი.

მილანის პრიორიტეტი დაცვის ცენტრის გაძლიერებაა და მალდინი-მასარას დუეტს გუნდში სვენ ბოტმანის ან ბრემერის ხილვა სურს, თუმცა მათი გაფორმება გუნდს 25-30 მილიონი დაუჯება, ამიტომ თუ მილანის ხელმძღვანელობა ამ თანხის გამოყოფაზე უარს იტყვის, როსონერის უფრო იაფიანი კანდიდატების ძიება მოუწევს.

შეტევას რაც შეეხება, იმის გამო, რომ მილანი ევროპულ ტურნირებს გამოეთიშა, როსონერი ზამთარში შეტევის გაძლიერებას აღარ აპირებს.