Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციომ იანვარში მილანის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფომრაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის მიუხედავად როსონერის სატრანსფერო სტრატეგია არ შეცვლილა და როსონერი ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.

მოგეხსენებათ იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშის დროს მარცხენა წვივის მიდამოებში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც მას MRI ტესტი ჩაუტარდა და გაირკვა, რომ შვედი ფეხბურთელი მინიმუმ 1 თვე ვერ ითამაშებს, თუმცა დი მარციოს მტკიცებით როსონერის ხელმძღვანელობას ლეაოს და რებიჩის იმედი აქვთ და ფორვარდში ფულის დახარჯვას არ აპირებენ.

დი მარციოს მტკიცებით, მალდინის მთავარი საზრუნავი დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება და მათი პრიორიტეტული სამიზნე სტრასბურგის ახალგაზრდა ფეხბურთელი, მოჰამედ სიმაკანი იქნება.