Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ინსინიეს ინტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ნაპოლისა და ლორენცო ინსინიეს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება კიდევ ვერ ხერხდება და მისი გუნდიდან წასვლა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რეალური ხდება.

ლორენცოს სახელს ბოლო კვირეებში აქტიურად ინტერს უკავშირებენ და ამ თემაზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გააკეთა.

„ინტერს ინსინიეს გაფორმება გასულ ზაფხულს სურდა და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მის გასაფორმებლად ნერაძურის ალექსის სანჩესი უნდა გაეშვა და მისი ხელფასისგან განთავისუფლებულიყო, რისი გაკეთებაც გუნდმა ვერ მოახერხა.

„ნერაძური ინსინიეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.“