Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ინტერის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ინტერის ზამთრის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ინტერის ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც გუნდმა ზამთრის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, დარწმუნდა, რომ შემადგენლობა იანვარში გაძლიერებას არ საჭიროებს.

„თუ ინტერის რიგებს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არავინ დატოვებს, ნერაძური ტრანსფერების განხორციელებას არ გეგმავს და ამის ნაცვლად, გუნდის ხელმძღვანელობა იმ ფეხბურთელების კონტრაქტებზე მუშაობას გეგმავს, რომლებსაც ხელშეკრულებები გუნდთან უახლოეს 2 წელიწადში ეწურებათ.“