Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობაზე ისაუბრა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლო საათებში სატრანსფერო მარკეტზე გააქტიურდა და გუნდის გაძლიერებას რამდენიმე ფეხბურთელით გეგმავს.

წყაროს ცნობით, ფედერიკო კიეზას ტრავმის მიუხედავად, ბიანკონერი ვინგერის დამატებას არ აპირებს და მაქს ალეგრის მოთხოვნით, ტურინელებისთვის პრიორიტეტი კვლავ ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ზენიტის ფორვარდის სარდარ აზმუნის ზამთარშივე დამატებას ეცდება, რომელსაც რუსულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გაფორმება იაფად იქნება შესაძლებელი, ზაფხულისთვის კი ჯანლუკა სკამაკას დაბევება სურს და სასუოლოსთან შეხვედრა იტალიელი ფორვარდის თაობაზე უახლოეს დღეებში შედგება.

დი მარციოს მტკიცებით, იუვენტუსი პარალელურად ლიონის უნიჭიერესი ნახევარმცველის ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერითაც ინტერესდება და ბიანკონერი მზად იყო მის სანაცვლოდ ფრანგებისთვის არტური შეეთავაზებინა, თუმცა მელომ საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლა არ ისურვა.