Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ კესის სიტუაციაზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ფრანკ კესის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„მილანი კესის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, რადგან ის კვლავ გუნდის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება, თუმცა ამ მომენტისთვის სიტუაცია ისეთივეა, როგორიც რამდენიმე კვირის წინ, ფეხბურთელის მოთხოვნილ და მილანის შეთავაზებულ თანხებში სხვაობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია.“

შეგახსენებთ, რომ კესის კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი აგენტი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 8.5-9 მილიონს ითხოვს, მილანი კი 6.5-ზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს.