Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ლოკატელის მომავალზე კომენტარი გააკეთა

იუვენტუსი და არსენალი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით მეთოფეებს ამ ფრონტზე გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

ინგლისელებმა ნეროვერდის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ლოკატელი კარიერის არსენალში გაგრძელებას არ აპირებს.

დი მარციოს ინფორმაციით, ლოკატელი ან იუვენტუსს შეუერთდება, ან მომდევნო სეზონს კვლავ სასუოლოში გაატარებს.