Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციომ მილანის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ხვალ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და მილანის პრიორიტეტები ნათელია. გუნდი ცენტრალური მცველის და ნახევარმცველის გაფორმებას აპირებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მალდინიმ ორივე მათგანს საფრანგეთში მიაგნო. წყაროს მტკიცებით, ცენტრალური დაცვის გასაძლიერებლად ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი მოჰამედ სიმაკანია. მილანმა სტრასბურგს მის სანაცვლოდ 15 მილიონიანი წინადადებით უკვე მიმართა, თუმცა უარი მიიღო და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

მეორე ფეხბურთელი კი ტულუზას ახალგაზრდა ნახევარმცველი კუადიო კონე გახლავთ. 19 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში შესანიშნავ სეზონს ატარებს და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევროა.