Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ რომანიოლის სიტუაციაზე ისაუბრა

ფრანკ კესისთან ერთად, მილანთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის კაპიტანს ალესიო რომანიოლისაც ეწურება და კესის მსგავსად, საკმაოდ დიდი იმის შანსი, რომ მან სეზონის ბოლოს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

ამ თემაზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გააკეთა.

„რომანიოლიზე რატომღაც არავინ არ საუბრობს, თუმცა ის ჯერ კიდევ მილანის კაპიტანია იმის მიუხედავად, რომ სტარტერად აღარ მოიაზრება.

„ჩემი ინფორმაციით, რომანიოლის აგენტსა და მილანს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთრამდე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ალესიოსთან მოლაპარაკებების გამართვა მილანის თანხმობის გარეშე შეეძლება, რაც გუნდს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.“

შეგახსენებთ, რომ კესის სახელი რამდენიმე ევროპული გრანდის გარდა იუვენტუსს და ლაციოს დაუკავშირეს.