Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ რონალდუს სიტუაციაზე ისაუბრა

სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს ტურინული მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

უახლოეს დღეებში რონალდუ, მისი აგენტი და იუვენტუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი პარალელურად მოლაპარაკებებს პსჟ-სთან აწარმოებს.

დი მარციოს ცნობით, თუ რონალდუმ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი ვერ შეათანხმა, მაშინ ის ტურინში მომდევნო სეზონის ბოლომდე დარჩება, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.