Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ტურეს მილანში ტრანსფერზე ისაუბრა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ მილანს არაერთი მარცხენა მცველი დაუკავშირეს და დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსონერი მონაკოსთან ფოდე ბალო-ტურეს ტრანსფერზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და რამდენიმე გამოცემამ ისიც დაწერა, რომ მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებდნენ.

მაგრამ, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებს ჯერ შეთანხმებამდე ძალიან დიდი მანძილი აშორებთ. წყაროს ცნობით, მილანს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში 4 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობით.

მონაკო კი თავის მხრივ დაახლოებით 6-7 მილიონს ითხოვს და მათო მოთხოვნის თანახმად გამოსასყიდი პუნქტი არა ოფცია, არამედ ვალდებულება უნდა იყოს.

გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მილანს ტრანსფერის განსახორციელებლად საკმაოდ დიდი მუშაობა მოუწევს.