Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ფაივრეს მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მილანისთვის ბრესტის ფეხბურთელი რომან ფაივრე პრიორიტეტული ვარიანტი აღარ არის.

ფაივრე მილანში ტრანსფერთან გასული ზაფხულის პერიოდში ძალიან ახლოს იყო, თუმცა გუნდებს შორის სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და მოლაპარაკებები ჩაიშალა. მილანი ფაივრეს გაფორმებაზე მუშაობას ზამთარში გეგმავდა, თუმცა ფეხბურთელის მხრიდან თავისი ახლანდელი გუნდის მიმართ უპატივცემულო კომენტარების გამო მალდინი-მასარას დუეტმა მისი გაფორმება გადაიფიქრეს.

დი მარციოს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის მილანის სამიზნე აღარ არის, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს და როსონერი მის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცადოს.