Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ჰაუგეს და პობეგას მომავალზე ისუბრა

შემადგენლობის ჩემპიონთა ლიგისთვის მომზადებასთან ერთად, მილანს გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებაც მოუწევს და ერთ-ერთი მათგანი გუნდს უახლოეს საათებში ოფიციალურად დატოვებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იენს პეტერ ჰაუგე აინტრახტში სამედციინო შემოწმებას ორშაბათსა გაივლის და გერმანულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდება, მომდევნო სეზონის ბოლოს კი მათ ნორვეგიელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 12 მილიონად მოუწევთ და მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, როსონერის გარკვეული წილი ჩაერიცხება.

ასევე გაურკვეველია ტომაზო პობეგას ბედიც, რომელმაც სეზონის წინ კარგი პერიოდი ჩაატარა და ამხანაგურ მატჩებში თავი კარგად წარმოაჩნა, თუმცა მისი გუნდში დარჩენა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

დი მარციოს ინფორმაციით, მილანს პობეგას მომავალზე კონტროლის დაკარგვა არ სურს, თუმცა თუ 10-12 მილიონიან წინადადებას მიიღებს, მის გასხვისებაზე აუცილებლად დაფიქრდება.