Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ ჰაუგეს, დიასის და ტონალის შესახებ ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ სანდრო ტონალის, ბრაჰიმ დიასის და იენს პეტერ ჰაუგეს შესახებ ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

„ტონალის ტრანსფერი დახურული და შეთანხმებულია. მილანს შარშან გადახდილ 10 მილიონზე 7 მილიონის დამატება მოუწევს, რასაც შემდეგში ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება და როსონერის ტრანსფერში ოლცერის ჩართვა მოუწევს. ტონალი მილანთან კონტრაქტს არა ხვალ, არამედ ოთხშაბათს გააფორმებს.

„დიასის ტრანსფერზე რეალი და მილანი ბოლო დეტალებს აგვარებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელი ფეხბურთელი მილანს ამჯერადაც იჯარით შეუერთდება და როსონერის მისი გამოსყიდვა 23 მილიონად შეეძლება, მაგრამ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით მადრიდელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

„ჰაუგეს რაც შეეხება, აინტრახტის ინტერესი ფეხბურთელის მიმართ სერიოზულია და მათ როსონერის 8 მილიონი შესთავაზეს, მალდინი კი 12 მილიონზე ნაკლებად ნორვეგიელი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.“