დი მარციო:“ნაპოლი შობოშლაის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის“

დომინიკ შობოშლაი,რომელიც მილანის და პირადად რალფ რანგნიკის უპირველესი სატრანსფერო სამიზნეა,შესაძლოა იტალიაში მართლაც აღმოჩნდეს,თუმცა არა მილანის,არამედ ნაპოლის შემადგენლობაში.

უკვე არაერთი კვირაა იწერება,რომ მილანსა და ლეიფციგის მესვეურებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდებოდა და მილანში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად შობოშლაი იყო.

თუმცა,ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა,რომ ნაპოლის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს ამ კვირაში შეხვდებიან და ფეხბურთელის დაყოლიებას შეეცდებიან,რომ ის მილანის ნაცვლად ნაპოლიში გადავიდეს.ჟურნალისტის მტკიცებით,პარტენოპეი მზად არის,ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედოს და 19 წლის ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

ნაპოლი ალანის შემცვლელს ეძებს,რომელიც გუნდს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.