დი მარციო:“ჰაკიმიმ ინტერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა,ჯანლუკა დი მარციომ დაადასტურა,რომ აშრაფ ჰაკიმმა ინტერთან კონტრაქტი გააფორმა.

დი მარციომ რამდენიმე წუთის წინ დაწერა,რომ ფეხბურთელი ინტერის ღირსებას 5 წლის განმავლობაში დაიცავს და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ჰაკიმი,რომელიც მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო,ბოლო 2 სეზონი იჯარის წესით დორტმუნდში გაატარა და 73 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.ინტერს მისი გაფორმება 40 მილიონი ევრო დაუჯდა,შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონის დამატება მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.