Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ატალანტასთან მატჩის შემდეგ, რაიოლამ მილანთან მოლაპარაკებების განახლება სცადა…“

ჯიჯო დონარუმა უახლოეს საათებში პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ატალანტასთან მატჩის შემდეგ მინო რაიოლამ მილანთან მოლაპარაკებების განახლება სცადა.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის შემდეგ რაიოლა მზად იყო, მილანის წინადადება მიეღო, თუმცა როსონერიმ რაიოლასთან მოლაპარაკებები აღარ ისურვა და მენიოს ტრანსფერი გააოფიციალურა.

გავრცელებული ინფორამციით, დონარუმა პსჟ-სთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს და მისი წლიური ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით 12 მილიონი იქნება.