Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ ბაკაიოკოს საგა დასრულებული არ არის“

ტიემუ ბაკაიოკო მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახლავთ, თუმცა ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერი ჩაიშალა და როსონერი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით კი, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ინფორმაციით, გუნდებმა მცირე პაუზა აიღეს, თუმცა მოლაპარაკებებს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც მილანი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს.

ბაკაიოკო მზად არის, პირველ სეზონში 3 მილიონს დასჯერდეს, თუმცა შემდგომში უფრო მეტის მიღება სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.