Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ბროზოვიჩმა ინტერში დარჩენა გადაწყვიტა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მარსელო ბროზოვიჩი დიდი ალბათობით ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ხორვატ ფეხბურთელს ბენეამატასთან მიმდიანრე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ხელფასის გამო შეთანხმება ვერ ხერხდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ბროზოვიჩმა მოთხოვნილი თანხა შეამცირა და ის ნერაძურის რიგებში კიდევ რამენიმე სეზონი დარჩება.

„ბროზოვიჩის სიტუაცია რამდენიმე კვირაში ძალიან შეიცვალა და ახლა მისი ინტერში დარჩენის შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე მისი გუნდის დატოვების.

„ჯერჯერობით კონკრეტული რიცხვები, თუ რას სთავაზობს ინტერი არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ ის გუნდთან კონტრაქტს ახალი წლის დადგომამდე გაახანგრძლივებს.“