Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ გოდინის კალიარიში გადასვლა გადაწყდა, ვიდალი ნერაძურის მალე შეუერთდება“

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კალიარიმ დიეგო გოდინის დათანხმება მოახერხა და ვეტერანი უკანახაზელი სარდინიელებს შეუერთდება, რაც არტურო ვიდალის ინტერში ტრანსფერს გაუხსნის გზას.

დი მარციოს მტკიცებით, კალიარი გოდინს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ინტერი კი ვიდალს 2-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს, სურვილის შემთხვევაში მხარეებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლებათ, ხელფასის სახით კი ვიდალი 6 მილიონს მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.