Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ დონარუმას გაშვება მილანის გადაწყვეტილება იყო…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ჯიჯო დონარუმას მილანიდან წასვლის დეტალებზე ისაუბრა.

„დონარუმა ატალანტასთან მატჩის შემდეგ აცრემლებული იყო, რადგან მან იცოდა, რომ ეს როსონერის რიგებში მისი ბოლო შეხვედრა გახლდათ. მას რამდენიმე დღით ადრე უთხრეს, რომ გუნდმა ახალი კიპერი მაიკ მენიო უკვე გაიფორმა.

„დონარუმას გაშვება მილანის გადაწყვეტილება იყო. დონარუმას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებდა, თუმცა როსონერის მეტი მოცდა აღარ შეეძლო, რადგან მენიოს ტრანსფერში რომა აქტიურობდა და ორივე კიპერის დაკარგვას ვერ გარისკავდა.

„ვფიქრობ, რომ ატალანტასთან მატჩის შემდეგ დონარუმასთვის მილანს კონტრაქტის გახანგრძლივება რომ შეეთავაზებინა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.“