Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო: დონარუმას იუვეში ტრანსფერი პირადად მაქს ალეგრიმ დაბლოკა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მაქს ალეგრის იუვენტუსში მისვლამდე ტურინელებს ჯიჯო დონარუმას ტრანსფერი მოგვარებული ჰქონდათ, თუმცა მაქსის ფაქტორმა ყველაფერი შეცვალა.

წყაროს ცნობით, ალეგრი ვოიცეხ შესნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა შორის მოიაზრებს და დონარუმას გამო პოლონელი კიპერის გაშვებაზე უარი თქვა, იუვენტუსს კი თავის მხრივ ორივე ფეხბურთელისთვის ხელფასების გადახდის საშუალება არ აქვს და ახალგაზრდა იტალიელზე უარის თქმა მოუწია.