Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ ერიქსენის კარიერა ინტერში დასრულებულია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა.

„მე გლადბახთან მატჩის დროს გერმანიაში ყოფნა და ინტერის დაკვირვების შანსი მქონდა. კონტე ერიქსენის შესაძლებლობებს ძალიან დადებითად აფასებს, თუმცა მას არ აქვს ის ტემპერამენტი და ხასიათი, რასაც მწვრთნელი ითხოვს.

„ინტერის ხელმძღვანელობამ ყველაფერი სცადა, რომ ერიქსენის შემადგენლობაში ინტეგრირება მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა და ჩემი აზრით, ერიქსენის კარიერა ინტერში დასრულდა და ის გუნდს ზაფხულში იჯარით ან სამუდამოდ დატოვებს.“