Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ვლაჰოვიჩი და პოგბა ატალანტასთან მატჩში არ ითამაშებენ“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტურინული გრანდის განაცხადში ატალანტასთან მატჩში პოლ პოგბა და დუშან ვლაჰოვიჩი იქნებოდნენ.

„არც ვლაჰოვიჩის და არც პოგბას ყოფნა ატალანტასთან მატჩში არ იგეგმება. იუვენტუსის სამედიცინო შტაბი აჩქარებას არ აპირებს და მათ თამაშის ნებას მხოლოდ მას შემდეგ დართავენ, როდესაც ყოველგვარი რეციდივის რისკი გამორიცხული იქნება.“