Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:” ინსინიე და ნაპოლი ცოლ-ქმარს ჰგვანან, რომლებსაც გაყრა უნდათ…”

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ლორენცო ინსინიეს კონტრაქტის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

ინსინიეს მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე ხელფასის გამო შეთანხმება ვერ ხერხდება.

„ინსინიეს და ნაპოლის სიტუაცია იმ ცოლ-ქმარს მაგონებს, რომლებსაც გაყრა უნდათ, მაგრამ ადვოკატთან მისვლას და ამ თემაზე დალაპარაკებას ვერც ერთი მათგანი ბედავს.

„ლორენცოს გუნდი ძალიან უყვარს და ამან შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს, მაგრამ დღეისათვის მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა.”