Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ ინტერი იანვარში ფულს ვერ დახარჯავს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ანტონიო კონტესა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის იტალიელ სპეციალისტს აცნობეს, რომ ნერაძური ზამთარში ბევრი ფულის დახარჯვას ვერ მოახერხებს.

„ინტერი იანვარში ფულის დახარჯვას ვერ მოახერხებს და ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობამ კონტეს უკვე ამცნო, რაც ანტონიომ მშვიდად მიიღო.

„ნერაძური ბევრი ფულის დახარჯვას არც აქამდე აპირებდა, თუმცა ჩინეთში ახალი წესის მიღების შემდეგ მათი ბიუჯეტი თითქმის ნულის ტოლია და ხმაურიან გარიგებებს არ უნდა ველოდოთ.“