Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ინტერი UEFA-ს ლიცენზიის დაკარგვის საფრთხის წინაშეა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ინტერის ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ინტერი რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან ფულის სესხებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მათ უნდა იჩქაროთ, რადგან გუნდს დრო ეწურება.

„სეზონის ბოლომდე გუნდი ვალდებულია, რომ ფეხბურთელების ხელფასები გადაიხადოს და სატრანსფერო დავალიანებები, მათ შორის აშრაფ ჰაკიმის სატრანსფერო თანხა დაფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში UEFA ინტერს ლიცენზიას არ მისცემს.

„უკვე ცნობილია, რომ ინტერის ფეხბურთელებმა 2 თვის ხელფასზე უარის თქმა არ ისურვეს, ამიტომ ჟანგმა უნდა იჩქაროს.“

სტივენ ჟანგი Bain Capital-თან და Oaktree Capital-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მას 300 მილიონი ევროს მიღება სურს. გუნდს სახელფასო დავალიანებების დასაფარად დრო 30 მაისამდე აქვს.