Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ინტერს ლუკაკუს შენარჩუნება სურს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ინტერის ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ცუდი სეზონის მიუხედავად, ნერაძურის ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს შენარჩუნება სურს.

29 წლის ფეხბურთელი ინტერში 1-წლიანი იჯარით იმყოფება, მისი შემდგომში გამოსყიდვის უფლების გარეშე და ფეხბურთელის არც თუ ისე სახარბიელო ფორმის ფონზე, მისი ლონდონში დაბრუნების შესახებ იტალიურ მედიაში აქტიურად იწერებოდა.

დი მარციოს ინფორმაციით, ინტერი ლუკაკუს მიმართ ნდობას არ კარგავს, ამიტომ სეზონის ბოლოს ჩელსისთან ბელგიელის თაობაზე საერთო ენის გამონახვას და მის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა ამისთვის რომელუს ხელფასის, ინგლისელებს კი არენდის საფასურის შემცირება მოუწევს.