Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ იუვენტუსის ინტერესი ვლაჰოვიჩის მიმართ რეალურია, თუმცა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ დუშან ვლაჰოვიჩის ფიორენტინადან წასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გამორიცხულია და ეს მისი კომენტარიდანაც ჩანს (იხილეთ აქ).

„იუვენტუსის ინტერესი მის მიმართ მართლაც ძალიან დიდია და ტურინელები მის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ ბიანკონერის ჯერჯერობით ფლორენციელებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულამდე მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.“