Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ იუვენტუსი და ინტერი სკამაკასთვის ბრძოლას განაგრძობენ“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი სასუოლოს ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას გაფორმებისთვის მუშაობას განაგრძობენ, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ იანვარში მან ნეროვერდის რიგები დატოვოს.

„იუვენტუსის და ინტერის წარმომადგენლები სასუოლოსთან სკამაკას თაობაზე ხშირ კონტაქტზე არიან, თუმცა არ მგონია, რომ ნეროვერდი სკამაკას ან რასპადორის ზამთარში გაუშვებს.

„ახლა მათი პრიორიტეტი ბოგას შემცვლელის პოვნაა და თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე სკამაკასთვის მნიშვნელოვან წინადადებას არ გააკეთებს, ის სეზონის ბოლომდე სასუოლოს რიგებში დარჩება.

„სასუოლო სკამაკას იჯარით გაშვებას არც ახლა და არც ზაფხულში არ აპირებს. მათ იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება სურთ და ინტერი-იუვენტუსს შორის ის გაიმარჯვებს, ვინც ამ თანხის გადახდას დათანხმდება.“