Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ იუვენტუსი პირლოს გაშვებას არ აპირებს“

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლომდე ანდრეა პირლოს გაშვებას არც კი განიხილავს.

ანდრეა პირლომ იუვენტუსში მაურიციო სარი შეცვალა, თუმცა მაესტროს სამწვრთნელო კარიერა წარმატებულად ნამდვილად არ დაიწყო. 9 თამაშის შემდეგ იუვე მე-4 ადგილზე იმყოფება, მხოლოდ 4-ჯერ მოიგო, 5-ჯერ კი ფრე ითამაშა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობა პირლოს გუნდიდან გაშვებას არც კი განიხილავს და რამდენიმე უარყოფითი შედეგი ამას ვერ შეცვლის.

„ის სეზონის ბოლომდე იუვენტუსის თავკაცი იქნება. პირლო ყოველთვის მამაცი პიროვნება იყო და ეს თვისება არც ახლა არ დაუკარგავს. მას იუვეს გარდა რამდენიმე შეთავაზება სერია ბ-ს და ც-ს გუნდებიდანაც ჰქონდა, თუმცა ანდრეამ ჩემპიონ გუნდში მისვლა და მასთან ერთად განვითარება გადაწყვიტა.“